სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაარსებიდან 21-ე წლისთავს აღნიშნავს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაარსებიდან 21-ე წლისთავს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრში ღონისძიება გაიმართება, მის ფარგლებში 140 ახალწვეული საზეიმო ფიცს დადებს, რის შემდეგაც სდსს-ის ქვედანაყოფების მარში შესრულდება. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დაესწრებიან, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ.
“მე იმედს გამოვთქვამ, რომ ახალწვეულებს ერთი წლის განმავლობაში, რა პერიოდშიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან, ჩამოუყალიბდებათ სამსახურისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, რაც შემდგომში მოგვცემს საშუალებას, მათ შორის, წარმატებულები დავასაქმოთ. მინდა თითოეულ მათგანს წარმატება ვუსურვო, ასევე მადლობა გადავუხადო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მთელ კოლექტივს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ღონისძიების დაწყებამდე სდსს-ს უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაბათუმში მე-10 სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა