საქართველოში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

უკრაინაში ქართველი მიგრანტები დააკავეს

საქართველოში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, რომლის თანახმად, ინტერპოლისცენტრალური ბიუროს და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სასაზღვრო-საკონტროლო გამშვებ პუნქტში, უკრაინიდან საქართველოში შემოსვლისას, 1977 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკისა და შვედეთის მოქალაქე აისენ ალჰან ფურჰოფი დააკავეს.

ეს პირი ანკარის ინტერპოლის მიერ 25.02.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

აისენ ალჰან ფურჰოფი დამნაშავედ არის ცნობილი ძალის გამოყენებით კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობის ბრალდებით.

“ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს,” – მათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდღეს პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება
შემდეგი სტატიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაარსებიდან 21-ე წლისთავს აღნიშნავს