“საჭიროა კონსტიტუციის შეცვლა”-რას ითხოვს არასამთავრობო სექტორი?

ეკა გიგაური: მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროებმა გაითვალისწინონ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები

არასამთავრობო სექტორი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებებსაც ითხოვს.

პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას ეძღვნება, არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქართულ ოცნებას წინასაარჩევნო დაპირება შეახსენეს და საარჩევნოს სისტემის შეცვლა მოსთხოვეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, ამბობს, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით ქვეყანა უფრო სამართლიან საარჩევნო სისტემას მიიღებს.

„ეს იქნება სამართლიანი სისტემა, რადგან გაიმარჯვებს ის პარტია, რომელიც მიიღებს არჩევნებში მოსახლეობისგან მაღალ მხარდაჭერას. ამის გასაკეთებლად კი საჭიროა კონსტიტუციის შეცვლა,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი საარჩევნო სისტემის რეფორმაზე კონფერენციას მართავს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” კვლავ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მოითხოვს