გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო სისტემის რეფორმაზე კონფერენციას მართავს

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საარჩევნო სისტემის რეფორმის განხილვის მიზნით კონფერენცია იწყება. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი და დაინტერესებული პირები ესწრებიან.

კონფერენცია პრეზიდენტის განცხადებით გაიხსნა. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა თქვა, რომ ყველა პოლიტიკური ძალა აღიარებს საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობას.

გიორგი მარგველაშვილმა გაიხსენა ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებები, სადაც ერთ-ერთი სწორედ საარჩევნოს სისტემის შეცვლა იყო.

„ქართული ოცნების წევრები არსებულ საარჩევნოს სიტემას უსამართლოს უწოდებდნენ,“ – ამბობს პრეზიდენტი.

კონფერენციაზე საარჩევნო რეფორმას ფართომასშტაბიან ფორმატში განიხილავენ. შეხვედრაზე აქცენტი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე გაკეთდება. ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები უკვე რამდენიმე თვეა, მაჟორიტარული კომპონენტის რეფორმირების მოთხოვნით ერთობლივ კამპანიას ახორციელებენ.

banner
წინა სტატიაშიმიშამ პენალტი დაარტყა-ვანო პავლიაშვილი
შემდეგი სტატია“საჭიროა კონსტიტუციის შეცვლა”-რას ითხოვს არასამთავრობო სექტორი?