საქართველო ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ შეერთებია

საქართველო ევროკავშირის ახალ ანტირუსულ სანქციებს არ შეუერთდა – ამის შესახებ «რია ნვოსტისთან» პრემიერის სპაციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან დარეგულირების საკითებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეკონომიკური სანქციები 2016 წლის 31 იანვრამდე გააგრძელეს. გადაწყვეტილება 19 ივლისს მიიღეს და 23 ივნისს შევიდა ძალაში.
სანქციებს კანდიდატი ქვეყნებიც შეუერთდნენ, მათ შორის ალბანია, ჩერნოგორია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, უკრაინა, ასევე ნორვეგია.
ადრე გავრცელებული განცხადებით, საქართველოც ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ანხორციელებდა. ევროკავშირმა სულ 15 სანქცია შემოიღო რუსეთის წინააღმდეგ. საქართველო ერთ-ერთ მათგანს, პროდუქტების ექსპორტირებას იყო შეერთებული. «ეს გადაწყვეტილება ავტომატურად გაგრძელდა 19 ივლისს, ამიტომ ვიმეორებ, რომ საქართველოს ახალი გადაწყვეტილებები არ მიიღია» – ამბობს აბაშიძე.

banner
წინა სტატიაშიყვარელში 30-ზე მეტი ადამიანის მწვავე ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზი წყალია
შემდეგი სტატიაზურაბ ჟვანიას პროცესზე შესაძლოა გარდაცვლილი რაულ უსუპოვის მამა წარსდგეს