ყვარელში 30-ზე მეტი ადამიანის მწვავე ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზი წყალია

საგანგებო რეჟიმში მუშაობდა მთელი ღამის განმავლობაში ყვარლის რაიონული საავადმყოფო. ინტოქსიკაციის სიმპტომებით, ჰოსპიტალში რამდენიმე წუთის ინტერვალით 30-ზე მეტი ადამიანი შეიყვანეს.

მოწამლულთა უმეტესობა ყვარლისა და ყვარლის რაიონის სოფლების ჭიკაანის, სარუსოსა და გავაზის მცხოვრები ბავშვები არიან.

სამი ბავშვი გადის მკურნალობას ასევე თელავის საავადმყოფოშიც. ვარაუდობენ, რომ მომხდარის მიზეზი სასმელი წყალია.

გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით დასახლებულ პუნქტებში, საიდანაც მოსახლეობის კლინიკებში გადაყვანა მოხდა, წყლის მიწოდებაც შეწყდა. უკვე აღებულია წყლის სინჯები და პასუხები, სავარაუდოდ, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშისამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს ტობა-ვარჩხილის მარშრუტზე – მაშველები 33 წლის მამაკაცს ეძებენ
შემდეგი სტატიასაქართველო ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ შეერთებია