„საქართველო დამოუკიდებელი სასამართლოს შანსს კარგავს“ – ზურაბ ადეიშვილი

„საქართველო დამოუკიდებელი სასამართლოს შანსს კარგავს,“ – ამ განცხადებას საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, ექსკლუზიურად რუსთავი2-თან საუბრის დროს აკეთებს.

ზურაბ ადეიშვილი ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება მათ დაიწყეს, თუმცა, ბოლომდე ვერ მიიყვანეს.

იუსტიციის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის სასამართლოს დამოუკიდებლობა აუცილებელია.

„როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მთავარი პრობლემა იყო კორუფცია და მისი აღმოფხვრა. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა იყო, გადაგვეხალისებინა სასამართლო და ის გამხდარიყო არაკორუფციული და ჩვენ ეს შევძელით. მაგრამ, რაც ვერ შევძელით, იყო მეორე ეტაპი, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების დამოკიდებულებისგან სასამართლოების და ზოგადად სამართლებრივი სტრუქტურების გამოსვლას უკავშირდებოდა.

“ხშირად მაშინ, როცა რეფორმა ტარდება, ხელისუფლების მიერ სასამართლოშიც და პროკურატურაშიც, აღნიშნულ სტრუქტურებში მიდის ის ხალხი, რომლებსაც აქვთ საერთო ფასეულობები. ჩვენ დროსაც ასე ხდებოდა.

“ყველაზე კარგი მეთოდი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებისთვის არის აღმოსავლეთ ევროპის მაგალითი, რომლის განხორციელებაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ხდება.

“სამწუხაროა, რომ დღეს საქართველო ამ შანს კარგავს. ამის ახსნა მარტივია. ხელისუფლება იცვლება, მოსამართლეები რჩებიან და მათ ახალი ხელისუფლების წინაშე არა აქვთ არანაირი პასუხისმგებლობა. რადგან მათ შორის არ იქნება პოლიტიკური ბმა, შესაბამისად ისინი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. შიგნით უნდა შეძლონ, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა იყოს ახალი მოსამართლე და ვინ აღარ უნდა იყოს,“ – აცხადებს ზურაბ ადეიშვილი.

banner
წინა სტატიაში„არაფერი შეცვლილა, თუ არ გაუარესდა”- ადეიშვილი მედიაზე
შემდეგი სტატია“პროკურატურა კვლავ დარჩა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილად” – ადეიშვილი დღევანდელ პროკურატურაზე