„არაფერი შეცვლილა, თუ არ გაუარესდა”- ადეიშვილი მედიაზე

„არაფერი შეცვლილა, თუ არ გაუარესდა"- ადეიშვილი მედიაზეიუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ახალი ხელისუფლების საქმიანობის შფასებისას მედიათავისუფლებაზე ისაუბრა და თქვა, რომ “ეს სფერო ახალი ხელისუფლების წარმატებულ სფეროდ ვერ ჩაითვლება, რადგან ქვეყანაში წამყვანი ოპოზიციური ტელევიზიის მიმართ ხელისუფლებას არასათანადო დამოკიდებულება აქვს”.

ამის შესახებ ზურაბ ადეიშვილმა გადაცემა არჩევანისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

ზურაბ ადეიშვილმა გაიხსენა ტელეკომპანიაში დამაგრებული კამერები, გენერალური დირექტორის წინააღმდეგ საქმის აღძვრის და სარეკლამო ბაზარზე ახალი რეგულაციების დაწესების ფაქტები.

„არაფერი შეცვლილა, თუ არ გაუარესდა,“ – განაცხადა ადეიშვილმა და თქვა, რომ მედიას გარკვეული პრობლემები ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც ჰქონდა.

banner
წინა სტატიაში“ამომრჩეველმა მიიღო კარგი გაკვეთილი” – ზურაბ ადეიშვილი
შემდეგი სტატია„საქართველო დამოუკიდებელი სასამართლოს შანსს კარგავს“ – ზურაბ ადეიშვილი