საქართველო არ არის მზად, გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ

გრიგორი კარასინმა ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებს უმასპინძლა

საქართველო არ არის მზად, გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ “რია ნოვოსტის” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ზურაბ აბაშიძესთან 15 ივლისის შეხვედრის წინ განუცხადა.
“მაშინ ახალმა ხელისუფლებამ, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მზადყოფნა გამოთქვა, გადაედგა ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის გაჯანსაღების მიზნით, რომელიც მანამდე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის “მონდომებით” გადაიზარდა ძალიან ღრმა კრიზისში. დიალოგის დაწყებისას კარგად გვესმოდა, რომ თითოეულ მხარეს გააჩნია საკუთარი “წითელი ხაზები”. რუსეთისთვის ისტორიული აქტი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ არის საბოლოო და უკან არ გაიწვევს. თბილისი არ არის მზად გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ”, – აღნიშნა კარასინმა.
მისი თქმით, ამ ვითარებაში რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის თემების მხრივ არჩეულია ის სფეროები, რომლებშიც ვითარების ნორმალიზება შესაძლებელი იყო – ვაჭრობა, ტრანსპორტი, ჰუმანიტარული კონტაქტები.
კარასინის განცხადებით, მოლაპარაკებების მსგავსი ფორმატი გახდა და დღემდე არის საქართველოსა და რუსეთს შორის პრაქტიკული და პოლიტიკური დიალოგის არხი. “ერთობლივი მუშაობის შედეგები დამაჯერებლად აჩვენებს, რომ კონსტრუქციული და პრაგმატული მიდგომის შემთხვევაში ყველაზე მკვეთრი და პრინციპულ საკითხებში უთანხმოება ხელს არ უშლის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას. განსაკუთრებით აღვნიშნავ, თავიდანვე იგრძნობოდა, რომ ნორმალიზაციის პროცესი პასუხობს სოციალურ დაკვეთას, ორივე ქვეყანაში უპირობოდ არის მხარდაჭერილი. აქ არ ითვლება გამოუსწორებელი რუსოფობები ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორის მხარდამჭერთა რიგებიდან”, – განაცხადა კარასინმა.

banner
წინა სტატიაშიქართველი მინისტრების მეორე ნახევრები და შვილები
შემდეგი სტატიასიჭინავა ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებს