საქართველოში სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი საწარმო აშენდება

საქართველოში სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი საწარმო აშენდება

85 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, საპარტნიორო ფონდი და მაღალი ტექნოლოგიების მსხვილი საერთაშორისო კომპანია „ელბიტი“ ერთობლივად განახორციელებენ.
პროექტის დეტალები „ელბიტის“ წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს.
პროექტის განხორციელება 3 თვეში დაიწყება და საქართველოს 300-მდე მოქალაქეს დაასაქმებს. საწარმოში მუშაობისთვის საჭირო გამოცდილების შეძენაში მათ კომპანია „ელბიტის“ კვალიფიციური პერსონალი დაეხმარება.
ახალი საწარმო პირველ პროდუქციას 2 წლის შემდეგ წარადგენს. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნულ ვადაში გეგმავენ სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური დეტალების გამოშვებას, რომელიც მსოფლიო ბაზარზე, როგორც ფასით, ასევე ხარისხით, კონკურენტული იქნება.
კომპანია “ელბიტის” აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით, იაკობ გადო დარწმუნებულია, რომ საწარმო, მსოფლიოში, ახალ თვითმფრინავებზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, წარმატებული იქნება.

banner
წინა სტატიაში1991 წლის 31 მარტი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში-ირაკლი ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაპარლამენტში სხდომა ნახევრად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს