საქართველოს ჯონ ქერი ეწვევა

საქართველოს უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მინისტრი, ჯონ ქერი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, საქართველოში პლენარული სესია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც იგეგმება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის ვიზიტი საქართველოში.
როგორც ბერუჩაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წლის მარტში დაიგეგმა კომერციის დეპარტამენტის, სავაჭრო ეკონომიკური მისიის საქართველოში ვიზიტი, რაც იქნება კარგი შესაძლებლობა ამერიკული ბიზნესისთვის გაიცნონ საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ის ახალი რეალობა, რაც არის სავაჭრო-ეკონომიკურ პოლიტიკაში. ეს ვიზიტი იქნება სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულდა.

banner
წინა სტატიაში“ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი, რომელიც საქართველოში იქმნება, რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული”
შემდეგი სტატია„თავისუფალი დემოკრატები“ ჟვანიას საქმის გახსნის „პრერეკვიზიტებს“ ვერ ხედავენ