“ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი, რომელიც საქართველოში იქმნება, რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული”

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საწვრთნელი ცენტრი სიმბოლური მნიშვნელობისაა და მას არაფერი აქვს საერთო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსთან.

აპატურაიმ რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ცენტრის დანიშნულება წვრთნების ჩატარება და იმ საუკეთესო შესაძლებლობისა და უნარების შეთავაზებაა, რომლის გაზიარებაც საბრძოლო გამოცდილების მქონე საქართველოს შეუძლია.

“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ არა მხოლოდ ნატო-ს წევრი, არამედ პარტნიორი ქვეყნების სამხედროებიც ჩამოვლენ, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ ეს ცენტრი სიმბოლური მნიშვნელობისაა და მას არაფერი აქვს საერთო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსთან, იგი არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ცენტრის დანიშნულება წვრთნების ჩატარება და იმ საუკეთესო შესაძლებლობისა და უნარების შეთავაზებაა, რის გაზიარებაც საბრძოლო გამოცდილების მქონე საქართველოს შეუძლია. საქართველოს ქვედანაყოფების მონაწილეობა ავღანეთში და, ასევე, ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის სხვა ქვეყნების მხარდამხარ ქართველ ჯარისკაცებს აძლევს მაღალი დონის გამოცდილებას და საექსპერტო ცოდნას, რომელიც მათ შეუძლიათ სხვებსაც გაუზიარონ”,-განაცხადა აპატურაიმ.

ცნობისათვის, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი საქართველოში, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ამოქმედდება.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ვერ აკონკრეტებს, როდემდე გადავადდება კომერციული ობიექტებისთვის გაზის გაძვირება
შემდეგი სტატიასაქართველოს ჯონ ქერი ეწვევა