,, „საქართველოს ხელისუფლებამ გადააბიჯა ყველა ზღვარს”

ვაშინგტონის პოზიციას რუსთავი 2-თან დაკავშირებით თბილისში მოჰყვა შეფასებები.

„საქართველოს ხელისუფლებამ გადააბიჯა ყველა ზღვარს, მიიღო ძალიან მკაცრი გაფრთხილება ჩვენი მთავარი პარტნიორისგან,“ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი.

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ძალიან მკაფიოა და ხელისუფლება თუ კიდევ გააგრძელებს ასეთი სახის ქმედებებს, ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი დაეკისრება.

„თუ ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ რუსთავი 2-ის და ზოგადად თავისუფალი მედიის ყოფნა არ ყოფნის საკითხი ქვეყნის შიგნით გადაწყდება, ეს ასე არ არის,“ – განმარტა ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენელმა გოგა ხაჩიძემ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საქართველოში წამყვანი ტელე არხის დახურვა ან პოტენციური დახურვა ვაშინგტონისთვის შეშფოთების საბაბია და ეს მნიშვნელოვნად შეავიწროვებს მედია სივრცეს ქვეყანაში.

banner
წინა სტატიაში„ეს განცხადებები ზუსტად ემთხვევა იმას, რასაც ხელისუფლება ამბობს“, – ეკა ბესელია აშშ-ის პოზიციაზე
შემდეგი სტატია„ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებზე რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული“