„ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებზე რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული“

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, ირანის დახმარებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობის საკითხზე, კონკრეტული გადაწყვეტილებები არ არსებობს.

მისი თქმით, იყო საუბრები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, შეხვედრები ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა კალაძის თქმით, ჯერჯერობით რაიმე სიახლე ამასთან დაკავშირებით, არ არის.

„რაც შეეხება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობის საკითხს ირანის დახმარებით, ამ ეტაპზე კონკრეტიკა არ არის. იყო ზოგადი საუბრები ეკონომიკის სამინისტროსთან, ჰქონდათ შეხვედრები, თუმცა ჯერ-ჯერობით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის. ზოგადად, ყველა ინვესტიცია, რომელიც ჩვენ ქვეყანაში განხორციელდება, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყურადღებით ვართ ჩართული, რომ დავეხმაროთ ნებისმიერი ინვესტიციის განხორციელებას“,- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში,, „საქართველოს ხელისუფლებამ გადააბიჯა ყველა ზღვარს”
შემდეგი სტატიაჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ნოემბერში დაიწყება