საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, განათლების სამინისტროსთან გამართული საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ.  აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

“როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ა.წ. 28 ოქტომბერს სასულიერო და საერო პირების ერთმა ნაწილმა განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა.
შევნიშნავთ, რომ ამ ქმედების შესახებ საქართველოს საპატრიარქო საერთოდ არ იყო ინფორმირებული; ამასთან, ჩვენ ვერ გავიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რაც მათ მიერ იქნა დაფიქსირებული”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

სასულიერო პირებმა და მრევლმა განათლების სამინისტროსთან გუშინ აქცია გამართეს. მომიტინგეები ორ საკითხს აპროტესტებდნენ: სკოლებში ჰელოუინის მოწყობას და ახალი საგნის შემოღებას. მათი მტკიცებით, განათლების სამინისტროს ინიციატივით, გარკვეულ სკოლებში ჰელოუინის დღესასწაული მოეწყო, ასევე პროტესტი გამოთქვეს ახალი საგნების – “მე და საზოგადოება” და “ჩვენი საქართველო” შემოღებაზე.
მოგვიანებით აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავდა, რომ ვერავინ უკარნახებს ადამიანებს იზეიმონ თუ არა ჰელოუინი.

 

banner
წინა სტატიაშისირიაში ირანის პრეზიდენტის მცველი მოკლეს… (+ფოტო)
შემდეგი სტატიაშტაინმაიერმა და კვირიკაშვილმა საქართველოში გერმანული ბიზნესის გაძლიერებაზე ისაუბრეს