საქართველოს საგარეო ვალი 13 მილიარდ 780 მილიონია – ლაშა თორდია

საქართველოს საგარეო ვალი 13 მილიარდ 780 მილიონია, – ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ, გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლებამ საგარეო ვალის მართვის კონკრეტული სქემა უნდა შეიმუშაოს, რადგან „ქაოტურად არსებული ვითარება რისკების შეფასებებში ხელისშემშლელი იქნება”.

„სახელმწიფო ვალი შეადგენს 13 მილიარდ 780 მილიონ ლარს, მასში უნდა იყოს ასახული პირობითი ვალიც, რომელიც 833 მილიონ დოლარს შეადგენს,“ – განაცხადა თორდიამ.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ლარის კურსის გაუფასურებაზე და თქვა, რომ ქვეყანას, რომელსაც ვალის დიდი ნაწილი დოლარში აქვს აღებული, ეროვნული ვალუტის სტაბილურობა ძალზე სჭირდება.

banner
წინა სტატიაშიავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიასაბერძნეთს რეფორმების გარეშე დახმარებაზე უარს ეუბნებიან…