“საქართველოს მთავრობის რეპუტაცია ქვეყნის გარეთ უკვე უტოლდება ნულს“

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას

რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ მწვავე შეფასებას ეხმაურება ოპოზიცია.

ნაციონალური მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი საკითხები აზიანებს ქვეყნის იმიჯს. ისინი გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავენ.

„რუსთავი 2-ის დახურვის პროცესით ფაქტობრივად დღევანდელი ხელისუფლება კარგავს ლეგიტიმურობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საქართველოს მთავრობის რეპუტაცია ქვეყნის გარეთ უკვე უტოლდება ნულს,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

მისივე განმარტებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა და მისი ხელისუფლება დაბრუნდეს ლეგიტიმურობის ჩარჩოში.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოს ოპოზიცია დავით ნარმანიას გადადგომას ითხოვს
შემდეგი სტატიასახელმწიფო ყურძენს ხუთ ლარად ჩაიბარებს