საკრებულოს ოპოზიცია დავით ნარმანიას გადადგომას ითხოვს

“უმოქმედო, უგუნური, კორუფციაში ჩაფლული და უპასუხისმგებლო – ეს არის დავით ნარმანიას მაღალანაზღაურებადი, მაღალი სახელფასო დანამატებით და სხვადასხვა საბიუჯეტო სიკეთეებით განებივრებული თბილისის მთავრობა, რომელმაც თავისი უმოქმედობით, დედაქალაქში სრული კრახი განიცადა,“ – ეს განცხადება საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი აბესაძემ ბრიფინგზე გააკეთა.

საკრებულოს ოპოზიცია დავით ნარმანიას გადადგომას ითხოვს.

„როდესაც დედაქალაქში ელექტროენერგიის ზრდის პარალელურად 10 ათასობით ადამიანს უუქმდება კომუნალური ვაუჩერი, როდესაც უმუშევრობის მწვავე პრობლემების ფონზე დედაქალაქიდან ხდება ასეულობით კვალიფიციური ადამიანის გაყრა მხოლოდ საკუთარი არაკვალიფიციური ნათესავების დასასაქმებელად, ამ ადამიანების უმოქმედობა და უუნარობა უკვე დანაშაულის ტოლფასია,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

აბესაძის თქმით, მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი არის დავითა ნარმანიას თანამდებობიდან გადადგომა და ქალაქში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.

თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის სევდია უგრეხელიძის თქმით, თუ ნარმანიას გადადგომა მართლა განხორციელდება, ეს იქნება თბილისელებისთვის სასიკეთოდ.

“მზად ვართ, რომ ეს პასუხისმგებლობა ავიღოთ არჩევნების გზით,” – განაცხადა სევიდა უგრეხელიძემ.

banner
წინა სტატიაში“არანაირ მოლაპარაკებას პაატა ბურჭულაძესთან არ ვაწარმოებთ”
შემდეგი სტატია“საქართველოს მთავრობის რეპუტაცია ქვეყნის გარეთ უკვე უტოლდება ნულს“