საქართველოს თანაინვესტირების ფონდი სტიქიით დაზარალებულებს 500 000 ლარით ეხმარება

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, სტიქიის დღიდან ფონდის თანამშრომლები მოხალისეებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ გაწმენდით სამუშაოებში.

მისი თქმით, ფონდის თანამშრომლები, ასევე, საკვებითა და მედიკამენტებით ეხმარებოდნენ ადგილზე მომუშავე პირებს.

„ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 13 ივნისს თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. მათ დასახმარებლად ფონდმა მერიის სპეციალურ ანგარიშზე 500 000 ლარი გადარიცხა. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ სტიქიის დღიდან ფონდის თანამშრომლები, მოხალისეებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდნენ გაწმენდით სამუშაოებში და საკვებითა და მედიკამენტებით ეხმარებოდნენ ადგილზე
მომუშავე პირებს”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.

აღნიშნული დახმარების გარდა, ფონდმა პარტნიორ კომპანია BitFury ჯგუფთან ერთად, გახსნა სპეციალური ანგარიში ბიტკოინ შემოწირულობებისთვის, რომელზეც სტიქიის დღიდან ბიტკოინის მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეეძლოთ დონაციების განხორციელება. დონაციის პროცესი ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დახმარებით საჯაროდ ხელმისაწვდომია და გამჭვირვალედ მიმდინარეობს. ამ დროისთვის მობილიზებული თანხის მოცულობა 58 000 ამერიკულ დოლარს აღემატება. ამ საერთაშორისო საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში მოძიებული თანხა დამატებით გადანაწილდება სტიქიით დაზარებულთა და ზოოპარკის რეაბილიტაციის დახმარების ფონდებში.

banner
წინა სტატიაში13 ივნისის სტქიის დროს დაღუპულებს სომხეთში პატივი მიაგეს
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულო სტიქიით დაზარალებულთა ფონდში 200 000 ლარს გადარიცხავს