საქართველოს დელეგაცია ინდურ კომპანია Jindal Steel and Power-ის წარმომადგენლებს შეხვდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია წამყვან კომპანიებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს შეხვედრა გაიმართა Jindal Steel and Power-ის თავმჯდომარესთან.
ქართულმა მხარემ კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ Jindal Steel and Power-ის თავმჯდომარემ, ნავინ ჯილნდალსმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა და დარწმუნებულია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
ენერგიის და ფოლადის მწარმოებელი ინდური კომპანია Jindal Steel and Power მოღვაწეობს აფრიკაში, ავსტრალიაში, ინდონეზიასა და ახლო აღმოსავლეთში. 2014 წლის მდგომარეობით, კომპანიის შემოსავალმა მიაღწია 3.2 მილიარდ დოლარს, დასაქმებული ჰყავს 15 ათასამდე ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი CERN-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა
შემდეგი სტატიაალექსანდრე ტურჩინოვი – მოსალოდნელია სიტუაციის გამწვავება