ირაკლი ღარიბაშვილი CERN-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში – CERN საქართველოს ასოცირებული წევრის სტატუსით გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და CERN-ის გენერალურმა დირექტორმა როლფ ჰოიერმა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კონკრეტული მიმართულებები. გადაწყდა, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა არსებული პროექტების ფარგლებში და გაფართოვდება არეალი ახალი პროექტების მეშვეობით.
ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN -ი 21 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. CERN -ის წევრ სახელმწიფოთა ფულადი კონტრიბუცია ყოველწლიურად, დაახლოებით, 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიირმა ჭკადუა: ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე ორ-სამ კვირაში გაიხსნება
შემდეგი სტატიასაქართველოს დელეგაცია ინდურ კომპანია Jindal Steel and Power-ის წარმომადგენლებს შეხვდა