საქართველოს ასეთი პარლამენტი არ უნდა ჰყავდეს

ოპოზიციონერი დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, უმრავლესობის ვალდებულობაა, რომ კვორუმის შევსება და სხდომის გამართვა უზრუნველყოს.
როგორც ჟურნალისტებს ნადირაშილმა განუცხადა, ოპოზიცია პარლამენტშია, მაგრამ ისინი რეგისტრაციას არ გადიან, რადგან ხედავენ, რომ სხდომაზე უმრავლესობა მხოლოდ მაშინ ცხადება, როცა სკამებია გადასანაწილებელი. „ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. საქართველოს ასეთი პარლამენტი არ უნდა ჰყავდეს. პარლამენტი არ მუშაობს“, – დასძინა ნადირაშვილმა.

პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო არ ადასტურებს, რომ ალექსანდრე ანქვაბი თბილისში მკურნალობს
შემდეგი სტატიაჩვენ ვართ ქართველ პოლიტიკოსთა ძალადობის მსხვერპლი