საფრანგეთში დღეს გლოვის დღეა

საფრანგეთში, ჟურნალ “შარლი ებდოს” რედაქციის მოკლული თანამშრომლების ხსოვნის პატივსაცემად, 8 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

შესაბამისი ბრძანება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა გამოსცა.

8 იანვრის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა. მისი თქმით, გლოვის დღე ხუთშაბათია, თუმცა დროშები დაშვებული სამი დღის განმავლობაში დარჩება.

გუშინ პარიზში, გვიან ღამით გარდაცვლილების პატივსაცემად მშვიდობიანი აქცია გაიმართა.

7 იანვარს პარიზში, ჟურნალ “შარლი ებდოს” რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის გამოცემის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი არიან. დაღუპულია ასევე ორი პოლიციელი.

საფრანგეთის დედაქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, მათ შორის სადგურებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქციებთან და რელიგიურ ობიექტებთან.

banner
წინა სტატიაშიCharlie Hebdo-ს ჟურნალისტებზე თავდამსხმელთა ვინაობა უკვე ცნობილია
შემდეგი სტატიადავით გარეჯში აქამდე უცნობი სამლოცველო აღმოაჩინეს