დავით გარეჯში აქამდე უცნობი სამლოცველო აღმოაჩინეს

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ ნაწილში აქამდე უცნობი სამლოცველო აღმოაჩინეს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული სამლოცველო „დოდო რქის” მონასტრის მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით კლდეში მდებარეობს და მისი კედლები წმინდანთა ფრესკებითაა მოხატული.

სააგენტოს ცნობით, სამეცნიერო თვალსაზრისით აღმოჩენა უპრეცედენტოა, რადგან ის ამ დრომდე არსებულ არც ერთ ისტორიულ და სამეცნიერო წყაროებში ნახსენები არ ყოფილა.

სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე, დღეს სპეციალისტებთან ერთად გარეჯში ჩავა, რათა ძეგლის მდგომარეობა შეისწავლონ და გამაგრებითი სამუშაოები დაგეგმონ.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში დღეს გლოვის დღეა
შემდეგი სტატიანინოწმინდაში ყინვისაგან 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა