“საუბარი იყო იმ მთავარ საფრთხეებზე, რომელიც მომდინარეობს რუსეთიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე”-ირინა იმერლიშვილი

უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა პრეზიდენტის მიერ GLOBSEC-ის ფორუმის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაში მონაწილეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარგველაშვილის მთავარი გზავნილები რუსეთის მიერ მომდინარე საფრთხეებს და რეგიონალურ უსაფრთხოებას შეეხებოდა.

„პრეზიდენტის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ რეგიონალური უსაფრთხოების გარეშე კავკასიის რეგიონის, შავი ზღვისა და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის უსაფრთხოების გარეშე არ არსებობს ევროპული უსაფრთხოება,“-განაცხადა იმერლიშვილმა „კურიერთან“ საუბრისას.

უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით სესიაზე საუბარი იყო იმ მთავარ საფრთხეებზე, რომელიც მომდინარეობს რუსეთიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ მოვლენებზე, რომელიც უკრაინაში ვითარდება.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აუდიტორიის შეკითხვებს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში პასუხობდა.

banner
წინა სტატიაშიმზიურის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მოხალისეების გარეშე განახლდა
შემდეგი სტატია„ჯერჯერობით არცერთი მტაცებელი ნაპოვნი არ არის“