მზიურის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მოხალისეების გარეშე განახლდა

მზიურის ტერიტორიაზე დღეს დილიდან გაწმენდითი სამუშაოები მოხალისეების გარეშე განახლდა. ეს გადაწყვეტილება მათი უსაფრთხოების მიზნით პრემიერ-მინისტრმა გუშინ მიიღო. მოხალისეებს შესაძლებლობა ეძლევათ განაცხადი შეავსონ გამგეობებსა და მერიაში, საიდანაც გადანაწილდებიან უსაფრთხო სამუშაოებზე.

მზიურში დილიდან მობილიზე ბულია თავდაცვის სამინისტროს მძიმე ტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. გარდა ამისა სოფლის მეურნეობის სამინისტრო პრევენციის მიზნით სტიქიის ზონების სპეციალური მეთოდით დამუშავებასაც გეგმავს.

13 ივნისის სტიქიის შედეგად 3 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე დღეში ცნობილი გახდება სრული მონაცემები იმ საკრედიტო დავალიანებების შესახებ, რომელიც სტიქიით დაზარალებულებს გააჩნიათ
შემდეგი სტატია“საუბარი იყო იმ მთავარ საფრთხეებზე, რომელიც მომდინარეობს რუსეთიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე”-ირინა იმერლიშვილი