სასჯელაღსრულების სამინისტროში ადვოკატები უგულავას გათავისუფლების მოთხოვნას შეიტანენ

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილია რამდენიმე წუთში საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროში წერილობით მოთხოვნას შეიტანას და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

“ცოტა ხანში მივალ სასჯელაღსრულების სმინისტროში და შევიტანთ ჩვენს მოთხოვნას გიგი უგულვას პატიმრობიდან დაუყონებლივი გათავისუფლების მოთხოვნით, რომელსაც ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამ გადაწყვეტილების თანახმად უგულავა უკანონო პატიმარია,”-განაცხადა ადვოკატმა ბასილიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულვას პატიმრობა, რომელიც უკვე 15 თვეა სასჯელს გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე იხდის არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.

banner
წინა სტატიაში„ყველაზე მაღალი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ უგულავა უკანონო პატიმარი იყო”
შემდეგი სტატიაგიგი უგულავას ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარებას ვერ ახერხებენ