გიგი უგულავას ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარებას ვერ ახერხებენ

დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატები ე.წ. მატროსოვის ციხეში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარებას ვერ ახერხებენ.
დაცვის მხარეს ე.წ. მატროსოვის ციხესთან მიტანილი აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია. თუმცა, ადვოკატების განმარტებით, დაწესებულების წარმომადგენლები მათ ეუბნებიან, რომ კანცელარია დაკეტილია და თავად საბუთების მიღების უფლება არ აქვთ.
როგორც გიგი უგულავას ადვოკატმა გიორგი გელხაურმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ გიგი უგლავა უკანონო პატიმარია. მისივე თქმით, როდესაც საქმე უკანონო პატიმრობას ეხება, სამუშაო საათები არაფერ შუაშია. გიორგი გელხაური დოკუმენტების ჩაბარებას სასჯელაღსრულების სამინისტროში შეეცდება.
ამ წუთებში ე.წ. მატროსოვის ციხესთან ხალხმრავლობაა. ტერიტორიაზე გიგი უგულავას მხარდამჭერები, ოჯახის წევრები და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები იმყოფებიან. ხალხმრავლობიდან გამომდინარე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია და საცობია.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულების სამინისტროში ადვოკატები უგულავას გათავისუფლების მოთხოვნას შეიტანენ
შემდეგი სტატიატეხასის შტატის პოლიციამ 14 წლის მოზარდი საათის გამო დააკავა…