სასჯელაღსრულების სამინისტრო შინაპატიმრობის აღსრულების უზრუნველყოფაზე მუშაობს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო CPT-ის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სასჯელის მოხდის ახალი ფორმის – შინაპატიმრობის აღსრულების უზრუნველყოფაზე მუშაობს.
როგორც “თაიმერს” სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, უკვე შემუშავებულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანების პროექტი, რომელიც შინაპატიმრობის ელექტრონული საშუალებით აღსრულების წესს განსაზღვრავს. სამინისტროს კომისიამ კვლევის საფუძველზე ამერიკული კორპორაცია “3M” გამოავლინა, რომელსაც მსგავსი ელექტრონული მოწყობილობების წარმოების დიდი გამოცდილება აქვს და პირველ ეტაპზე, 200 სამაჯურის და შინაპატიმრობის ზედამხდველობის შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების შეძენა სწორედ მისგან მოხდება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პროექტის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და 520 000 აშშ დოლარის ღირებულების შინაპატიმრობის მოწყობილობისა და მომსახურების გამარტივებული შესყიდვის უფლება ითხოვა. კახიშვილის თქმით, საქართველო პირველია რეგიონში, რომელიც სასჯელის მოხდის მსგავს მექანიზმს ნერგავს და სამაჯურების დამკვიდრება მნიშვნელოვნად შეამცირებს არასრულწლოვანი პატიმრების რაოდენობას. შინაპატიმრობამისჯილი პირი სამაჯურის მეშვეობით მართვის პუნქტიდან გაკონტროლდება, რომელიც პრობაციის ეროვნულ სააგენტოში განთავსდება. ელექტრონული სამაჯურებით პირველ ეტაპზე ის არასრულწლოვნები ისარგებლებენ, რომლებსაც მოსამართლე სასჯელის მოხდის ფორმად შინაპატიმრობას განუსაზღვრავს. სამომავლოდ კი, პროექტი სხვა მსჯავრდებულებზეც გავრცელდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიავახტანგ ხმალაძე – სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები პროკურატურის პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია