ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
როგორც “თაიმერს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღინიშნა, რომ დღეს ხელი მოეწერა შეთანხმებას “საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ”, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე მიმოსვლისთვის ხელსაყრელი პირობების შემოღებას ითვალისწინებს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის პოტენციალზე.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნორვეგია წარმოადგენს საქართველოს მხარდამჭერ ქვეყანას და ორმხრივი პოლიტიკური თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. ასევე აღინიშნა, განვითარების თანამშრომლობის კუთხით ნორვეგიის მთავრობის მიერ დააფინანსებული პროექტების მნიშვნელობა.
ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების საკითხებთან დაკავშირებით ნორვეგიის ცალსახა მხარდამჭერ პოზიციას. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ბორდე ბრენდე დღეს საოკუპაციო ხაზს სტუმრობდა და სოფელ ხურვალეთში მავთულხლართების გაბმის შედეგად შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტროში ვაკანსიები გამოცხადდა
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულების სამინისტრო შინაპატიმრობის აღსრულების უზრუნველყოფაზე მუშაობს