საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული ორი მწყემსი გათავისუფალია

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული ორი მწყემსი თავისუფალია.

რუსმა და ოსმა ე.წ. მესაზღვრეებმა 75 წლის მურაზ ჯავახიშვილი და 40 წლის ივანე სეხნიაშვილი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ბერშუეთში იმ დროს დააკავეს, როდესაც მსხვილფეხა პირუტყვს მწყემსავდნენ.

ინციდენტი 25 აგვისტოს მოხდა.

სეხნიაშვილი და ჯავახიშვილი ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააპატიმრეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიინდოეთი: ტუალეტის გამოყენებისთვის საჩუქრად ერთი რუპია
შემდეგი სტატიაშაოლინელი ბერი ლოტოსის ფორმაში მობილურების წინააღმდეგ