სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორი დააკავეს

სამართალდამცველებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ხაგან ა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე ფონიჭალაში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ჰეროინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების  ფაქტზე მიმდინარეობს.

 

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ უკანონო თევზჭერის ფაქტზე სამი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაამ დროისთვის სუპერთასის მატჩზე დასასწრები 2 000-მდე ბილეთია გაყიდული