პოლიციამ უკანონო თევზჭერის ფაქტზე სამი პირი დააკავა

კიევში საქართველოს მოქალქე დააკავეს

სამართალდამცველებმა უკანონო თევზჭერის ბრალდებით სამი პირი: 1982 წელს დაბადებული ვალერიან მ, 1950 წელს დაბადებული გიორგი ნ. და 1974 წელს დაბადებული ბესიკ მ. გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას უკანონოდ დაჭერილი 15 კილოგრამი თევზი, ბადეზე მიმაგრებული ელექტროშოკის აპარატი და აკუმულატორი ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა აღნიშნული თევზი კასპის რაიონში, სოფელ გომის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში უკანონოდ დაიჭირეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება აკრძალულ ადგილას ელექტროშოკის აპარატით თევზის მასობრივი განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმართლმადიდებელური ეკლესია დღეს მოციქულების – პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორი დააკავეს