სამართალდამცველები თბილისში მომხდარ ჯგუფურად გამოძალვის ფაქტს სწავლობენ

უკრაინაში ქართველი მიგრანტები დააკავეს

სამართალდამცველები თბილისში მომხდარ ჯგუფურად გამოძალვის ფაქტს სწავლობენ. ამ ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრია დაკავებული.

სასტიკი ანგარიშსწორება, რომელზეც მოქალაქე საუბრობს, მისივე მტკიცებით, თანხის გამოძალვას უკავშირდება.

მისი თქმით, უცნობი პირები ტელეფონით დაუკავშირდნენ და ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში საცხოვრებელი ბინის ნახვა სთხოვეს. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი მას არარსებული ვალის, ათასი დოლარის, მიტანას სთხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით ემუქრებოდნენ.

მომხდარს დაზარალებული ანგარიშსწორებას უკავშირებს. მისი მტკიცებით, ერთ-ერთი მათგანი ამოიცნო, რომელსაც მისი ვალი 7 ათას 200 ლარი ჰქონდა.

ანგარიშსწორების ამსახველი ვიდეომასალა, რაზეც დაზარალებული საუბრობს, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით 4 პირია დაკავებული. სამინიტროს ინფორმაციით, მათგან ორი რამდენჯერმეა ნასამართლევი.

ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ პირებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძალვის ფაქტებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ სტატისტიკას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშითამარ ბერუჩაშვილი: ე.წ. ხელშეკრულებას სამართლებრივი ძალა არ აქვს
შემდეგი სტატია“გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში მომავალი პლენარული სხდომის კვირაში მივა”