“გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში მომავალი პლენარული სხდომის კვირაში მივა”

გიორგი მარგველაშვილი - საოკუპაციო რეჟიმი ახლა ანექსიის რეჟიმში გადავიდა

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატი ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა, ამ საკითხზე გადაწყვეტილება თავად საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს.
რაც შეეხება პრეზიდენტის მოხსენების თარიღს, კვერენჩხილაძის თქმით, დღე მომავალ კვირას, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაზუსტდება, თუმცა გადაწყვეტილია, რომ ქვეყნის პირველი პირი საკანონმდებლო ორგანოში მომდევნო პლენარული სხდომის კვირაში მივა.
“18-20 მარტის პლენარული სხდომისთვის იქნება გამოსვლა. კონკრეტული დღე უახლოეს დღეებში, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაზუსტდება. ფორმატს რაც შეეხება, ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი, თუმცა პრეზიდენტი გამოთქვამს მზადყოფნას ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის პოლიტიკურ დებატებშიც მიიღოს მონაწილეობა”, – აღნიშნა კვერენჩხილაძემ.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველები თბილისში მომხდარ ჯგუფურად გამოძალვის ფაქტს სწავლობენ
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემორკატები” პრეზიდენტს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის წინადადებით კიდევ ერთხელ მიმართავს