საკრებულოების შუალედური არჩევნები სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში დარღვევების გარეშე გაიხსნა

get_imgსაკრებულოების შუალედური არჩევნები სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში დარღვევების გარეშე გაიხსნა. (არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64 სენაკის საარჩევნო ოლქის №64.13 ფოცხოს და №67 ზუგდიდის ოლქის №67.11 ერგეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში).

ორივე მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულები არიან „ქართული ოცნების“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატები, ხოლო სენაკში ასევე რეგისტრირებულია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი.

ორივე ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2467-ია. სენაკის ერთ უბანზე (ფოცხო) ფიქსირდება 626 ამომრჩეველი, ხოლო მეორეზე (ქვემო ფოცხო) – 689. რაც შეეხება ზუგდიდს, აქ იხსნება ერთი უბანი, სადაც სულ – 1152 ამომრჩეველია.
ხმის მიცემის მიმდინარეობას აკვირდებიან როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ისე შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 52 დამკვირვებელი და მედია ორგანიზაციები.
შუალედური არჩევნების გამართვის აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 79 წლის ასაკში გარდაიცვალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი, ნაპო გაბისონია, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მის მოადგილედ სენაკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე კახაბერ რუსია დანიშნა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში რეგისტრირებულია სულ სამი კანდიდატი. კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ვასილ გაბისონია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კობა ბულია, „თავისუფალი საქართველოდან“ კი ბაჩუკი ნაროუშვილი.

რაც შეეხება სენაკს, აქ ოთხი კანდიდატი იბრძოლებს გამარჯვებისთვის – კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ მალხაზ ტორჩინავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ხვიჩა სანაია, „თავისუფალი საქართველოდან“ ემალ ყურაშვილი, საინიციატივო ჯგუფიდან კი კაპიტონ ტორჩინავა.

banner
წინა სტატიაში“შაპიტო-შოუ”
შემდეგი სტატიადღეს სულთმოფენობაა