სავჩენკომ შიმშილობა განაახლა

რუსეთში პატიმრობაში მყოფმა უკრაინელმა მფრინავმა ნადეჟდა სავჩენკომ შიმშილობა განაახლა… ამის შესახებ რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოს ხელმძღვანელი მიხეილ ფედოტოვი აცხადებს.

,,გარეგნულად ყველაფერი კარგადაა… თუმცა მისი მდგომარეობის ფიზიკური მაჩვენებლები… წონაში 8 კილოგრამით დაკლება, სისხლში შაქრის ნაკლებობა და სხვა დამაფიქრებელი პარამეტრები ანალიზისა, შეშფოთების საბაბს გვაძლევს,, განაცხადა ფედოტოვმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ სავჩენკოს თვითონაც უკვირს, ,, აქამდე  ცოცხალი რომ არის,,

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავჩენკო ამჟამად ციხის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, თუმცა განიხილება მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის საკითხი.

banner
წინა სტატიაშილიტვა მოსკოვის 9 მაისს ბოიკოტს უცხადებს
შემდეგი სტატია,,ბოკო ჰარამმა,, სახელი შეიცვალა