ლიტვა მოსკოვის 9 მაისს ბოიკოტს უცხადებს

ლიტვა ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც მოსკოვის 9 მაისის ღონისძიებებს სრული ბოიკოტი გამოუცხადა.

ლიტვის ინფორმაციისა და კავშირგაბმულობის დეპარტამენტის განცხადებით, ამ ქვეყნის არც ერთი დელეგაცია, არც ერთი თანამდებობის პირი, და არც საელჩო, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული მოვლენების გამო, მოსკოვის 9 მაისის ღონისძიებებზე არანაირ  მონაწილეობას არ მიიღებს.

თავად ლიტვა კი ფაშიზმთან ომში გამარჯვების აღნიშვნას 8 მაისს აპირებს ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანში ქარიშხალმა 40 ადამიანი იმსხვერპლა
შემდეგი სტატიასავჩენკომ შიმშილობა განაახლა