“სავარაუდო მკვლელმა საქართველო დატოვა,” – მამუკა არეშიძე ვაზაგაშვილის საქმეზე

მამუკა არეშიძე ირწმუნება, რომ იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელმა საქართველო დატოვა და თურქეთში გადავიდა. ექსპერტმა კავკასიის საკითხებში ეს განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, მას სავარაუდო მკვლელის შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა ამ ეტაპზე ამ დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.

„მაქვს ინფორმაცია, რომ სავარაუდო მკვლელმა საქართველო დატოვა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის თურქეთში გადავიდა. შემსრულებლიდან დამკვეთზე გასვლა ადვილია. ამ საქმის გახსნა სწორედ დამკვეთების აქტიურობითა და კვალის დარჩენით მოხდება. მათ უკვე დატოვეს რამდენიმე კვალი,” – განაცხადა არეშიძემ, რომელიც აცხადებს, რომ ამ საქმეში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობაც იკვეთება.

2006 წელს თბილისში, სანაპიროზე მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი, 20 იანვარს შვილის საფლავზე ააფეთქეს.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძის ცოლისძმის მერიაში დანიშვნა სასამართლომ უკანონოდ ცნო
შემდეგი სტატიაპეტრო პოროშენკო – ჩვენ არ შეგვიძლია, რუსეთის არმიას წინ აღვუდგეთ