,,სად ხართ ამ მთავრობის დამცველებო? ახლა მჭირდებით,,

,,გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ უახლოეს დღეებში წყალმოვარდნები და ღვარცოფებია მოსალოდნელი.
განცხადება კომენტარებშია…
თუ არ იცით, პრემიერო და მერო, ეხლა ,,გთაგავთ,,!!!
ხელების აქეთ–იქით შვერას,
წადით და გაარკვიეთ, თქვენსავე სააგენტოში, რაზე დაყრდნობით ცხადდება ასეთი პროგნოზი! ჭიამაიაზე თუ რამე სერიოზული საფუძველია?
გაამაგრეთ ჯებირები!
ააგეთ დამბები, სადაც ამას თქვენივე სპაციალისტები მიგითითებენ!
გაიტანეთ სტიქიური უბედურების ზონიდან დაგროვებული ნაგავი იმ ადგილიდან, სადაც მან ძლიერი წვიმის შემთხვევაში შესაძლოა ჩახერგოს ხეობა!
დათმეთ ერთი თვის ხელფასები, პრემიები და ამ ფულით თქვენს მიერ დაჟანგებული ფრანგული ვერტმფრენები შეაკეთეთ, ან ახალი იყიდეთ!
გიმეორებთ: ინფორმაცია მოსალოდნელი წყალმოვარდნებისა და ღვარცოფების შესახებ ვრცელდება არა გიგი უგულავას ტრუბიდან ან ზოოპარკის დირექტორისგან, არამედ თქვენივე უწყებიდან: გარემოს ეროვნული სააგენტოდან!
სად ხართ, ამ მთავრობის დამცველებო? ახლა მჭირდებით: ჩვენთან ერთად გაავრცელეთ, მიუტანეთ ეს ამბავი, ეგებ თქვენ უფრო მოგისმინონ!,, წერს ირინა სარიშვილი ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე

banner
წინა სტატიაში«ალ-ჯაზირას» ჟურნალისტის დაკავება ეგვიპტის მიერ გერმანიის მთავრობაზე ზეწოლის შედეგად განხორციელდა
შემდეგი სტატია,,თაღლითების და უვარგისი ხალხის ზეობის “სახელმწიფო” ავაგეთ,,