,,თაღლითების და უვარგისი ხალხის ზეობის “სახელმწიფო” ავაგეთ,,

,,ესე იგი ამ ყრუ ქვეყანაში თაღლითებს, როგორც უნდათ, ისე მოიქცევიან, არა?!
ეს თავხედი თაღლითი სებ-ის პრეზიდენტი ბატონი ქადაგიძე, არ იშლის ხომ თავისას?!
სად და ვის უკანალში აპირებს შეძვრეს იგი, როცა სებ-ის პრეზიდენტი არ იქნება?!
ჰგონია მას, რომ აქ, ამ ქვეყანაში, უხიფათოდ იცხოვრებს?!
ქვეყანაში, სადაც ათახსირა და ჯიბეები უსუფთავა ათი ათასობით ადამიანს?!
თუმცა… ხელისუფლებას გააჩნია!
კია ახლა, ვითომ “ახალი” ხელისუფლება, მაგრამ… რად გინდა?!
უშლის თაღლითებს კარგად ყოფნას და ძარცვას?!
ნწუ! ნწუ! ნწუ!
თაღლითების და უვარგისი ხალხის ზეობის “სახელმწიფო” ავაგეთ!
ასეა ჯერ, მაგრამ…არაფერია მარადიული ამ ცისქვეშეთში…
არც ჩვენი ბობოლები, არც ჩვენი თაღლითები და არც ბობოლების ბობოლები!
აგერ ხართ თქვენ და… არსად წასვლას ვაპირებ მე!
კიდევ კარგა ხანს, არ დაგაძინებთ მშვიდად და კომფორტულად!
ჯერ სადა ხართ!,, წერს ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაში,,სად ხართ ამ მთავრობის დამცველებო? ახლა მჭირდებით,,
შემდეგი სტატიაერევანი LIVE (საპროტესტო აქცია განახლდა)