სად მიდიან საქართველოს მიმართულებით მომავალი რუსული ტანკები…??? (VIDEO)

სად მიდიან საქართველოს მიმართულებით მომავალი რუსული ტანკები...??? (VIDEO)

ათეულობით ტანკით, ათეულობით თვითმავალი ქვემეხით და ათეულობით ჯავშანტრანსპორტიორით დატვირთულმა ეშელონმა გასულ შაბათს  სოჭის რკინიგზის სადგური გაიარა და ადლერისკენ, საქართველოს საზღვრის მიმართულებით განაგრძნო გზა…

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეშელონის სოჭის ვაგზლის ტერიტორიაზე გავლის ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ არ წყდება მითქმა-მოთქმა რუსულ სოციალურ ქსელებში მათი გადაადგილების მიზანთან დაკავშირებით… ერთნი აცხადებენ, რომ ეს ტექნიკა აფხაზეთში მიდის რათა რუსული ტექნიკის როტაცია მოხდეს… მეორენი კი აცხადებენ, რომ ისინი ადლერის აეროპორტში წაიყვანეს, რათა სატვირთო თვითმფრინავებით სირიაში გადაესხათ…

რუსული ოფიციალური წყაროები კი ამ დრომდე არ ავრცელებენ დიდი რაოდენობით ტექნიკის გადაადგილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიბუღალტრებმა ტოპ-მოდელების ნაბიჯების ღირებულება დაითვალეს
შემდეგი სტატია“მაპატიე, დედა”–ჯებ ბუშმა აღიარა