ბუღალტრებმა ტოპ-მოდელების ნაბიჯების ღირებულება დაითვალეს

ბუღალტრებმა ტოპ-მოდელების ნაბიჯების ღირებულება დაითვალეს

ბუღალტრებმა ტოპ-მოდელების ნაბიჯების ღირებულება დაითვალესაშშ-ს ბუღალტერთა ასოციაციის ექსპერტებმა ტოპ მოდელების ერთი ნაბიჯის ფასი დაითვალეს. მაგალითად მათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი კარლი კლოსი მოყავთ.

ასოციაციის გამოთვლების თანახმად, 23 წლის კლოსს, რომელიც კოსმეტიკური ბრენდის L’Oreal Paris-ის სახეა და სხვადასხვა ჩვენებეში იღებს მონაწილეობას, საშუალოდ 301 დოლარს უხდიან ნაბიჯში. ბუღალტრებმა მონაცემები ჰონორარის ოდენობიდან განსაზღვრეს, რომელიც საშუალოდ, ერთ ჩვენებაში 9325 დოლარია. გამოთვლებში პოდიუმის სტანდარტული სიგრძეც ითვლებოდა.
შესადარებლად ფინანსისტებმა ამერიკელი მოდელის მოლი ბეირის მაგალითი მოიყვანეს, რომელსაც ისინი ახასიათებენ საშუალო სტატისტიკის მოდელად (არც დამწყებად და არც ვარსკვლავად). 18 წლის მოდელის ჰონორარი 48 დეფილეში 2015 წელს 2640 დოლარი იყო.

ბუღალტრების თქმით, მათი მიზანი იყო ეჩვენებინათ, არც თუ ისე ცნობილი და ცნობილი მოდელების შემოსავლების სხვაობა, რომლებიც ერთსადაიმავე სამუშაოს ასრულებენ.

banner
წინა სტატიაშიდევიდ გილმორმა Pink Floyd-ის აღდგენა გამორიცხა
შემდეგი სტატიასად მიდიან საქართველოს მიმართულებით მომავალი რუსული ტანკები…??? (VIDEO)