საბერძნეთის სახელმწიფო სექტორის თანამშრომლები ხვალიდან 24 საათიან გაფიცვას იწყებენ

საპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში ისევ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

საბერძნეთის სახელმწიფო სექტორის თანამშრომლები ხვალიდან 24 საათიან გაფიცვას იწყებენ. მიზეზი ქვეყნის მთავრობასა და ევროკავშირს შორის მიღწეული შეთანხმებაა. პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დათქმულ ვადაში – ხვალ დღის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

საერთაშორისო კრედიტორები ფინანსურ დახმარებაზე მოლაპარაკებებს მხოლოდ ამ პირობის შესრულების შემთხვევაში დაიწყებენ. მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას აპროტესტებს. მათ უკვე გამართეს ერთი საპროტესტო აქცია ათენის ცენტრში და მორიგ დემონსტრაციას სინტაგმას მოედანზე კენჭისყრის დღეს – ხვალ გამართავენ.

განხეთქილებაა თავად მმართველ პარტიაშიც, რამდენიმე წევრი დოკუმენტის მხარდაჭერას არ აპირებს და პრემიერს ანტიკრიზისული გეგმის გაუქმებისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ბანერების დადგმა შეიძლება შეფასდეს როგორც პროვოკაცია
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე: გორის რაიონში რაც ხდება, ჩვენ მთელი სიმწვავით წამოვწევთ წინ