ზურაბ აბაშიძე: გორის რაიონში რაც ხდება, ჩვენ მთელი სიმწვავით წამოვწევთ წინ

ზურაბ აბაშიძე განმარტებას აკეთებს

ე.წ. საზღვრის გადმოწევა იქნება მთავარი თემა, რომელზეც აპირებს ქართული დელეგაცია პრაღაში რუსულ მხარესთან საუბარს.

საკითხთან დაკავშირებით ისაუბრებს ზურაბ აბაშიძე კარასინთან და როგორც თავად აცხადებს, ძალიან მწვავედ დააყენებს ამ თემას, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საკითხების განხილვას ფორმატი არ ითვალისწინებს.

ოპოზიციის განმარტებას, იმასთან დაკავშირებთ, რამდენად ქონდა აზრი რუსეთთან მოლაპარაკებას, ზურაბ აბაშიძე განმარტავს, რომ მოლაპარაკებას ყოველთვის აქვს აზრი.

მისი თქმით, ეს მანდატი წარმატებულია.

„რატომ აქვთ ისეთი განცდა, რომ ეს ფორმატი ვერაფერს ვერ აგვარებს. რაც ამ ფორმატს ევალება, რაც ჩემი მანდატია, ჩვენ ვაკეთებთ იმას. რაც შეეხება, გორის რაიონში რაც ხდება, აუცილებლად იქნება ის საკითხი, რომელსაც ჩვენ მთელი სიმწვავით წამოვწევთ წინ და გვექნება ძალიან მწვავე საუბარი. ვერ ავუვლით ამას გვერდს,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთის სახელმწიფო სექტორის თანამშრომლები ხვალიდან 24 საათიან გაფიცვას იწყებენ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, რუსეთთან დიალოგის ფორმატის გადახედვა ან გაფართოება არ იგეგმება