სააკაშვილმა ოდესის ოლქი დატოვა და აშშ-ში ინვესტორებს ეძებს

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, ოდესის ოლქის ქალაქ ტატარბუნარში ვიზიტის შემდეგ ოლქის ტერიტორია  დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა… ინფორმაციას ამის შესახებ  ოდესის ოლქის მედია ავრცელებს.

,,სააკაშვილმა ტატარბუნარში ვიზიტის შემდეგ ოდესის ოლქი დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა, რათა ამ რეგიონში განსახორციელებელი  ინვესტიციებისათვის პოტენციურ ინვესტორებს შეხვდეს. ის ნიუ-იორკში დაგეგმილ დონორთა კონფერენციას დაესწreბა, სადაც ინვესტორებს ოდესის პოტენციალს გააცნობს,, აცხადებს უკრაინული მედია.

უკრაინული მედიიდ ცნობით, ოდესის ოლქის გუბერნატორი დანიშვნის დღიდან ბევრს დადის ოლქის ტერიტორიაზე და ადგილზე ეცნობა სიტუაციას.

banner
წინა სტატიაშივერეს ხეობის დაგეგმარების სახელმწიფო კომისია პირველ სხდომას მართავს
შემდეგი სტატია,,საუბარი იმაზე, თითქოს კოორდინაცია არ იყო, პოლიტიკური სპეკულაციაა”