სააკაშვილის 100 დღე ოდესაში

სააკაშვილის 100 დღე ოდესაში

სააკაშვილის 100 დღე ოდესაშისაქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის პოსტი მაისის ბოლოს დაიკავა.

ახალ პოსტზე სააკაშვილის ერთ-ერთი პირველი განცხადება სახელმწიფო ადმინისტრაციის აპარატის შემცირება იყო. მაშინ ადმინისტრაციის 27 განყოფილებაში 800 ადამიანი მუშაობდა. პირველი ორი კვირის მანძილზე ჩინოვნიკების რაოდენობა 300 მოსამსახურებდე შემცირდა. რამდენიმე ხნის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კი მან შტატები 401-მდე გაზარდა.

სააკაშვილის ერთერთი სკანდალური გადაწყვეტილება რუსი ოპოზიციონრის მარია გაიდარის ვიცე-გუბერნატორის პოსტზე დანიშვნა იყო, რომელსაც ოდესაში საპროტესტო აქციები მოყვა – რამდენიმე ათეული ადამიანი აცხადებადა, რომ მათ შორისაც მოიძებნებიან პროფესიონალები, რომელთაც შეუძლიათ ამ ადგილზე მუშაობა. მათი ძირითადი პრეტენზია მაინც ის იყო, რომ გაიდარი იყო რუსი, და რომ მან არ იცოდა ადგილობრივი პრობლემები.
აქციის მიმდინარეობისას მათთან კიევიდან დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი მივიდა და დიალოგი გამართა. ის ჟურნალისტების გარეშე ელაპარაკა მათ და აუხსნა, რომ გაიდარის ახალი სტატუსია “თანაშემწე სამთვიანი გამოსაცდელი ვადით” და შეთანხმდა, რომ სოციალური საკითხების შესახებ მოხალისეებს შეხვდებოდა თვეში ორჯერ. მიტინგიც დასრულდა. 4 აგვისტოს კი გაიდარმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

16 ივნისს შს სამინისტროს რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელად საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე დაინიშნა, ოდესის მხარეში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი კონსტანტინ მჭედლიშვილი გახდა, რომელიც ადრე საქართველოს შსს-ს წარმომადგენელი იყო უკრაინაში, შემდეგ კი მერის, ვიტალი კლიჩკოს მრჩეველი.

ის, რომ ოდესაში ახალი საპატრულო პოლიცია დაიწყებდა მუშაობას, სააკაშვილმა ივნისში განაცხადა. პატრულის მოსამზადებლად კალიფორნიიდან ჩამოვიდა სპეციალური სტაფი. 25 აგვისტოს ქვეყნის პრეზიდენტმა პიორტ პოროშენკომ პოლიციის ფიცის დადების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უკვე შეუდგა მუშაობას. 27 აგვისტოს კი ლორთქიფანიძის მიერ ქალაქის პოლიციის უფროსად დანიშნული ოლეგ მაკუხა ქრთამის აღების ფაქტის გამო სამსახურიდან იქნა გაშვებული.
მმართველობის 100 დღის განმავლობაში სააკაშვილი სხვადასხვა შეხვედრებზე ემოციურად ყვიროდა და აკრიტიკებდა სიტუაციებს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ილიცევსკის პორტში შექმნილ სიტუაციას ეხებოდა.
23 ივლისს სააკაშვილმა კიევიდან პირადად მოიტანა ბრძანება პორტის ხელმძღვანელის გათავისუფლების შესახებ, რომლის ადგილიც დროებით მისმა ყოფილმა მოადგილემ დაიკავა, სანამ ადგილის შესახებ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

ივნისის დასაწყისში სააკაშვილმა ოდესის 26 რაიონის ხელმძღვანელ თანამდებობებზე კონკურსი გამოაცხადა. აღნიშნულ ვაკანსიებზე 6452 განაცხადი გაკეთდა. რამდენიმე კანდიდატი პირადად წარადგინა რაიონებში სააკაშვილმა, თუმცა არც ერთი მათგანი ჯერ არ დაუდასტურებია პრეზიდენტ პოროშენკოს.
მოსახლეობაში დიდი რეზონანსი გამოიწვია სააკაშვილის განცხადებამ, რომელიც მოსახლეობის მომსახურების ცენტრის გახსნას ეხებოდა იმ ტიპის მოდელით, როგორიც საქართველოშია გაკეთებული. ცენტრი გასცემს და აფორმებს ყველა ტიპის დოკუმენტს, დაბადების მოწმობიდან დაწყებული, გარდაცვალების მოწმობით და პასპორტებით დასრულებული. ცენტრი დღეში 8000 ადამიანს უნდა მოემსახუროს, 5-10 წუთი თითო მოქალაქეზე. ცენტრის კედლები იქნება გამჭვირვალე.
ცენტრის გახსნის შესახებ მემორანდუმი 29 ივნისს გაფორმდა, თუმცა, იდეის რეალიზება დღემდე ვერ მოხერხდა. სააკაშვილის თქმით, ცენტრმა მუშაობა ოქტომბერში უნდა დაიწყოს. თანამშრომელთა კანდიდატების ანკეტების მიღება დღემდე მიმდინარეობს.

სააკაშვილის მართვის განმავლობაში გაიზარდა სანაპიროების ოდენობა, სადაც დასვენებაა შესაძლებელი, ამისათვის ბევრი კერძო პიროვნების მიერ შემოღობილი კედლების დანგრევა მოხდა .
სააკაშვილის პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა.
26 ივნისს გუბერნატორმა საკუთარი ფეისბუქ გვერდიდან მესაზღვრეებს მოუწოდა ქვეყანაში არ შემოუშვან რუსი რეპერი ტიმოტი, რომელსაც ოდესაში კონცერტი ქონდა დაგეგმილი. პოსტიდან ერთ საათში კლუბის მეპატრონემ, სადაც კონცერტი უნდა გამართულიყო, სააკაშვილს მოახსენა, რომ კონცერტი მოხსნა. ტიმოტის მიერ უკრაინაზე გამოთქმული მოსაზრებების გამო სააკაშვილმა მას ორჯერ “მორალურად მახინჯი” უწოდა.
იგივე ბედი ეწია სტას პიეხას კონცერტსაც – ის მოიხსნა.

მიხეილ სააკაშვილმა თავისი მართვის 100 დღის მანძილზე ბევრი პროექტი დააანონსა. მათი შესრულება გახდება მისი მუშაობის მთავარი შემფასებელი – წერს გერმანული “დოიჩე ველე”.

მომზადებულია “დოიჩე ველეს” მიხედვით.

banner
წინა სტატიაშიავსტრიამ და გერმანიამ ათასობით მიგრანტი მიიღო
შემდეგი სტატიასნოუდენი რუსეთის ლგბტ პოლიტიკას აპროტესტებს