სნოუდენი რუსეთის ლგბტ პოლიტიკას აპროტესტებს

სნოუდენი რუსეთის ლგბტ პოლიტიკას აპროტესტებს

სნოუდენი რუსეთის ლგბტ პოლიტიკას აპროტესტებსაშშ-ს სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომელმა ედუარდ სნოუდენმა რუსეთი ინტერნეტში ჰომოსექსუალებთან დაკავშირებით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ მან გუშინ ნორვეგიული პიორნსონის პრემიით დაჯილდოვებისას განაცხადა. სნოუდენმა “ძირშივე არასწორი” უწოდა რუსეთის ხელისუფლების მინდომებას მეტად გააკონტროლოს ინტერნეტი და პირადი ცხოვრება, ასევე გადაწყვიტოს რა ფორმით არის ადამიანებისთვის მისაღები ან მიუღებელი სიყვარულის გამოხატვა.

სნოუდენმა ასევე განაცხადა, რომ ის არასდროს გეგმავდა რუსეთში დარჩენას და რომ იქ შემთხვევით აღმოჩნდა ტრანზიტისას, როცა ამერიკის მთავრობამ მისი პასპორტი ანულირა.მისი თქმით, მან თავშესაფრის მიღების შესახებ თხოვნა 21 ქვეყანას გაუგზავნა, მაგრამ მათგან პასუხები არ მიუღია, ამიტომ რუსეთი მისთვის უკანასკნელი ვარიანტი იყო.

2013 წელს აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა ედუარდ სნოუდენმა სამსახურების საიდუმლო მასალები გაასაჯაროვა და აშშ-ს ბრალი მასობრივ მოსმენებში დასდო. მან რუსეთს თავშესაფარი სთხოვა, შემდეგ კი დროებითი ცხოვრების უფლება მიიღო.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის 100 დღე ოდესაში
შემდეგი სტატიამიგრანტების კრიზისი ევროპაში (ფოტო)