სააკაშვილის და მაკკეინის ახალი თანამდებობები უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტის პეტრ პოროშენკოს ბრძანებით, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთი საპასუხისმგებლო თანამდებობა მიაკუთვნეს… ის უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილთან ერთად რეფორმების საერთაშორისო საბჭოში ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი და ევროპარლამენტის წევრი იაცეკ სირიუშ-ვოლსკი იმოღვაწევებენ.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, თებერვლის თვეში, უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა…

საინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერი,,

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – კურსის ყოველდღიური ცვლილება არ არის ისეთი რამ, რაც მთავრობამ შეიძლება ხელით მართოს
შემდეგი სტატია„ღამის მგლებმა“ სევასტოპოლში მიწა საჩუქრად მიიღეს