გიორგი კვირიკაშვილი – კურსის ყოველდღიური ცვლილება არ არის ისეთი რამ, რაც მთავრობამ შეიძლება ხელით მართოს

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის კურსის დასტაბილურება მოხდება და პოზიტიური ტენდენცია უკვე ზაფხულის პერიოდში გამოიხატება.
როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს აქტიურად იყენებს და ბევრი მიმართულებით მუშაობს, რათა სავალუტო სტაბილიზაცია იყოს მიღწეული, თუმცა, კურსის ყოველდღიური ცვლილება არ არის ისეთი რამ, რაც მთავრობამ შეიძლება, რომ ხელით მართოს.
“ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ვიყენებთ და ამისთვის არის სწორედ “იბიარდის” ყოველწლიური შეხვედრაც, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები ყველასთვის გასაცნობად. რაც შეეხება გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივას, მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მოხდება დასტაბილურება. ეს არ გამორიცხავს რყევებს ორივე მიმართულებით, რასაც დღეს ადგილი აქვს და მე, როგორც ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა შეწუხებული ვარ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში აუცილებლად იქნება პოზიტიური ტენდენცია და ეს უკვე ზაფხულის პერიოდში გამოიხატება”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სერიოზულ გაუფასურებაზე მოლოდინი არ არსებობს, ვინაიდან ამის არანაირი ფუნდამენტური საფუძველი არ არის.

banner
წინა სტატიაში,,მაიდანი საქართველოში შესაძლოა რუსული ჯარის შემოყვანით დასრულდეს”–თორნიკე შარაშენიძე
შემდეგი სტატიასააკაშვილის და მაკკეინის ახალი თანამდებობები უკრაინაში